მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
ის ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ხშრიად მოქცეულა, ჩაცმულობით, სასიყვარულო რომანებით, ინტრიგებით, კარიერით და ა.შ.
ამჯერად, ჩვენ ამ სტატიაში სოფო ნიჟარაძის ცხოვრების ჭორ-მართალის შესახებ მოგიყვებით.
ბავშვობა
სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა, ბავშვობა თბილისში გაატარა, შემდეგ კი მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, სადაც რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია დაამთავრა და არაერთ წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.
მშობლები
სოფო ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მისთვის დედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. გადატვირთული გრაფიკის გამო ნიჟარაძე უამრავი საქმის მოგვარებას დედის დახმარებით ახერხებს. პოპულარული მომღერლის ერთგული მეგობარი მხოლოდ დედაა.
სოფოს დედა ქეთი ნიკოლაიშვილია. ჟურნალისტის კითხვაზე, დილით პირველს ვის ურეკავს, სოფო დაუფიქრებლად დედას ასახელებს.
სოფოს უმცროსი ძმაც, ჰყავს, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
ოჯახში წლების წინ ტრაგედია დატრიალდა. 2013 წელს მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე სოფომ შემზარავი ამბავი – მამის გარდაცვლაბის ამბავი შეიტყო. ამ ამბის შემდეგ, სოფო კარგა ხანს ვერ უბრუნდებოდა ჩვეულ ფორმას. როგორც ამბობენ, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პირადი ექიმი დაჰყვებოდა და სცენაზე გასვლამდე ტკივილის შესამსუბუქებლად ნემსს უკეთებდა. ამ მიზეზით სოფო საბოლოოდ პროექტს გამოეთიშა. დიდი ხნის მანძილზე ის სცენას ვერ უბრუნდებოდა.
„მარტო მამა არ იყო, მეგობარიც იყო და დედაც. როდესაც მე წავედი მოსკოვში სასწავლებლად, დედა წამომყვა და მამა საშინლად მენატრებოდა. ჩემი ძმა 4 წლით უმცროსია ჩემზე და მამამ ის მარტო გაზარდა. როცა დავბრუნდით, ასეთი რიტუალი გვქონდა – ყოველ დილით, როცა ავდგებოდი, მამა აუცილებლად სახლში იყო ყავას მიკეთებდა. ძალიან მზრუნველი იყო და ავად არასოდეს არ გამხდარა. მახოვს, როცა შემატყობინეს მამის გარდაცვალება ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი და ჩემმა მეგობრებმა მითხრეს – „ადექი“, მაშინვე მივხვდი ყველაფერს. ამის მეტი არაფერი მახსოვს, და კიდევ ის, რომ განწირული ხმით ვკიოდი და ყველას ესმოდა“, – იხსენებს სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
inews.ge