„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, თბილისში, ქუჩების ნაწილს წყალი შეუწყდა. კომპანია აღდგენის დროს ასახელებს.
გლდანი, სოფ. გიორგიწმინდა, სანდრო კანდელაკის ქ. N 27 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 11/25/2024 16:30 საათიდან 11/26/2024 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სანდრო კანდელაკის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, განთიადის, მირზა გელოვანის, ყაზბეგის, ვაჟა ფშაველას, დავით აღმაშენებლის 2 შესახვევი, აღმაშენებლის 5 ჩიხი, დავით აღმაშენებლის 86-96 (ლუწები)-91-95(ჩათვლით კენტები).
სამგორის რაიონი, 25/11 10:00 სთ-დან 26/11 01:00სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ორხევის დასახლებაში: ამირანაშვილის, ესენისის, ბანეთაშვილის, ფიროსმანის, ჩანტლაძის, მუხაძის, სააკაძის, დავით კაკაბაძის, ივანე გოკიელის, ალექსანდრე წუწუნავას, პეტრიწის, მერაბ კოსტავას და კობა აბზიანიძის ქუჩებს.
გლდანი, წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად. 11/26 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: გმირ კურსანტთა ქუჩას (სრულად).