„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„22 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, სოფ. დიდ ლილოში ერეკლე II ქ. N47-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 ნოემბერს 10:00 საათიდან 22 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
სოფ. დიდი ლილოში: არჩილ მეფის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ერეკლე მეორის, უშბის, თეთნულდის, შხარას, მირზა გელოვანის და ალიოშა ჯაფარიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.