Sunday, July 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა…“ – ვრცელდება ბოლო ცნობები კატალონიიდან

November 21, 2024
“ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას”– კვარაცხელია განცხადებას ავრცელებს

კატალონიური გამოცემა Sport-ი, რომელიც „ბარსელონასთან“ დაკავშირებით ინსაიდერული ინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი, „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვარას გარემოცვასა და „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებს შორის კონტაქტი ნამდვილად შედგა, თუმცა ამ ეტაპზე „კამპ ნოუზე“ ქართველის ტრანსფერს რამდენიმე ფაქტორი აფერხებს.

რას წერს Sport-ი: „ბარსელონა“ ინფორმირებულია კვარას კონტრაქტის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა დეტალის თაობაზე.

კლუბის ამოცანა ზაფხულში მარცხენა გარემარბის შეძენაა, თუმცა კვარაცხელიას საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები „ბლაუგრანას“ არ გადაუდგამს. კლუბში შიშობენ, რომ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ნეაპოლური კლუბი კვარას სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას მოითხოვს, ვინაიდან „პარტენოპეის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს „არაპროგნოზირებადი და რთული მომლაპარაკებლის“ რეპუტაცია აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე კატალონიური კლუბი საქმეზე გადასვლას არ აპირებს და ელოდება, რომ ქართველი ფეხბურთელი თავად გამოთქვამს ნეაპოლის დატოვების სურვილს. ნებისმიერ შემთხვევაში, „ბარსელონა“ კვარას სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან ქართველს კონტრაქტი ორ წელიწადში ეწურება. მათ მოსწონთ ხვიჩა, როგორც ფეხბურთელი, და სჯერათ, რომ ის ჰანსი ფლიკის პროექტში ორგანულად ჩაჯდება, თუმცა „ბარსა“ არ აპირებს მასში არარეალური ფასის გადახდას ან სხვა კლუბებთან კონკურენციაში შესვლას. კლუბში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს, რომ „ბარსელონაში“ თამაში სურს, და განახორციელოს ზეწოლა კლუბზე, რათა ტრანსფერი საბოლოოდ შედგეს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „პასუხი ბიძინას ჩინურ მარადონას…“ – რა წერილს ავრცელებს ციხიდან ზურაბ ჯაფარიძე?
  • „რუსეთის გეგმა ჩაიშალა…“ – რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას“ – მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მიმართვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge