ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მთელი ისტორია ერთ მართალ სახეზე. ისტორია ერის და ქვეყნის წინაშე უანგარო თავგანწირული ღვაწლისა და სიყვარულისა. ამ გზის ბოლოსკენ დიდი ცილისწამების, შეურაცხყოფის, ღალატის და დაუნდობელი მის წინააღმდეგ ამოქმედებული ტალღის მომსწრისა. შედეგად, ღვთაებრივი სიმშვიდე, მიტევება, მოთმინება და ლოცვა. ეს არის ჭეშმარიტება და სხვა სიმართლე აქ არ არსებობს. მრავალჟამიერ უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო! უფალი შენთან არს!” – წერს ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.