Sunday, April 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება”- ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს

November 18, 2024
რა მოლოდინი აქვს ვილი სანიოლს ჩეხეთთან თამაშის წინ – მთავარი მწვრთნელი განცხადებას ავრცელებს

ჩეხეთთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ჩეხეთთან თბილისური მატჩის შემდეგ განსხვავებული ვითარებაა და ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, მთავარია, როგორ ვითამაშებთ ჩვენ და არა მეტოქე. ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრები კარგი მოგონებებია, თუმცა ეს უკვე წარსულია.

ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატზე უფრო აგრესიულად თამაშობდა, სექტემბერში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, საქართველოს ნაკრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ხვალაც განსხვავებული თამაში გველის, მეტოქის გუნდში ბევრი ცვლილებაა, სულ სხვა გუნდს ვეთამაშებით.

ამ მატჩებმა გვასწავლა, რომ ფიზიკურად უფრო კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული. სტრატეგიას რაც შეეხება, ვეცდებით, რომ გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის.

თუ ჩეხეთთან მოვიგებთ, A დივიზიონში გადავალთ. არ გვიფიქრია, რა დონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ, უფრო მეტს ვისწავლით, მეტად განვვითარდებით – ეს საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და დიდი პროგრესი იქნება.

ოქტომბრის თამაშები რთული გამოვიდა, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ აქ მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ – სულ ცოტა ხნის წინ D და C დივიზიონში ვიყავით.

ვიცოდით, რომ რთული ჯგუფი იქნებოდა. შეიძლება სათამაშო სტილით ერთმანეთს არ ვგავართ, თუმცა ჩვენ და ჩეხეთი თითქმის ერთი დონის ნაკრებები ვართ და მოგება ორივეს შეგვიძლია. საქართველოს ნაკრები გამორჩეულად შემტევი და სანახაობრივი გუნდია, რომელიც ყველა მატჩზე მოსაგებად გადის”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ ჩვენ, სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება” – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი
  • “ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება“ – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი
  • მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე ხანძარმა, სულ მცირე, 1000 სახლი გაანადგურა, ხანძრის შედეგად 9 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge