თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ უწყვეტიპროტესტი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები ღამეებს კარვებში ათენებენ.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა გადაკეტილი გზებით და დილიდან ქალაქში არსებული საცობების გამო სოციალურ ქსელში სტატუსებს აქვეყნებენ. მათ შორის არის ნინი ბადურაშვილის და ქეთო თოფურიძეც.
“ვერ გადავადგილდებით ქალაქში, ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?“ – წერს ნინი ბადურაშვილის და.