ხვალ ფეხბურთია, საქართველო უკრაინას ხვდება. ეროვნული ნაკრები ბათუმშია. გუნდი მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარა. გაიმართა ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს “ბათუმი არენაზე” 21:00 საათზე გაიმართება.