თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 23 წლის ლაშა მინდელი და 21 წლის ელენე ძინძიბაძე არიან.
არსებული ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები.
მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
ლაშას ოჯახი წლების მანძილზე ქუთაისში ცხოვრობდა, თუმცა ახლა რამდენიმე წელია, რაც ლაშა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის თბილისში მუშაობდა და ეს ბინაც, სადაც ცხედრები იპოვეს მას ჰქონდა ნაქირავები.
რაც შეეხება ელენეს, თბილისში ცხოვრობდა. მას სამი შვილი დარჩა.