“ვალენსია“ მომავალი სეზონისთვის გიორგი მამარდაშვილის შემცვლელ ისეთ მეკარეს ეძებს, რომელსაც უფასოდ დაიმატებს, – ინფრომაციას ესპანური გამოცემა Fichajes ავრცელებს.
“ვალენსია“ უკვე ემზადება გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ წასვლისთვის, რომელიც სეზონის ბოლოს „მესტალიას“ დატოვებს. ამ გარდაუვალი ნაბიჯის გამო, ვალენსიური გუნდი ქართველის შემცვლელად გერმანელი რობინ ზენტნერის დამატებას აპირებს.
ის არის მეკარე, რომელსაც ბუნდესლიგაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ზენტნერს “მაინც 05“-თან კონტრაქტი ზაფხულს ეწურება, რაც საშუალებას მისცემს, “ვალენსიასთან“ ხელშეკრულება ისე გააფორმოს, რომ გერმანული კლუბი ტრანსფერში საფასურს ვერ მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ “ვალენსიას“ ამჟამად ჰყავს ბოლო სატრანსფერო “ფანჯარაში“ შეძენილი სტოლე დიმიტრიევსკი, გუნდის ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის მყარი და საიმედო მეკარით გაძლიერებას აპირებს. ზენტნერი “მაიცში“ უდავო პირველი ნომერი იყო და თითქმის 200 მატჩი ჩაატარა. ის იდეალური არჩევანია ესპანური გუნდისთვის. ზენტნერის უნარი და გამოცდილება ისეთ კონკურენტულ ლიგაში, როგორიც გერმანულია, შეესაბამება “ვალენსიას“ მოთხოვნებს, რომლებიც მყარი დაცვის აშენებას ცდილობს.
რობინ ზენტნერის საფასურის გარეშე დამატება “ვალენსიასთვის“ კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორია. 29 წლის მეკარეს აფასებენ არა მხოლოდ მისი ტექნიკური უნარებითა და ლიდერული თვისებების გამო, არამედ, ფინანსური მოტივებითაც. თუ “მაინცი 05“ კონტრაქტს ივნისამდე არ გაუხანგრძლივებს, “ვალენსიას“ ექნება შანსი, გამოცდილი მეკარე საკუთარ რიგებში ისე დაიმატოს, რომ ბიუჯეტში ხარჯი არ გაეზრდება“, – წერს ესპანური გამოცემა.