2024 წლის ნოემბერი სხვადასხვა სფეროში ცვლილებებისკენ და არასტანდარტული გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს არის ეტაპი, როდესაც თითოეულმა ადამიანმა წარსულის ტვირთსა და იმედგაცრუებებს საბოლოოდ უნდა დააღწიოს თავი და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოს. გაგიჩნდებათ სურვილი, აქამდე არსებულ ურთიერთობებს, საქმეებს კრიტიკულად შეხედოთ და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ. ის, რაც სექტემბერში დაიწყეთ, შესაძლოა, ახლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. იმოქმედეთ და გაბედეთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მიიღეთ თამამი გადაწყვეტილებები. უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება ნოემბერი, რომელ დღეებში გველის მეტი წარმატება და იღბალი, ნუმეროლოგები ასახელებენ:
1, 10, 19, 28 ნოემბერი
ყველაზე პროდუქტიული დროა იმისათვის, რომ გუნდურად იმუშაოთ და კოლეგებთან ითანამშრომლოთ. სწორედ ერთიანობა და თანამშრომლობა ამ დღეებში მოგცემთ იმ შედეგს, რომელსაც გინდათ, რომ მიაღწიოთ.
2, 11, 20, 29 ნოემბერი
იდეალური თარიღებია შემოქმედებისათვის, საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვისა და ჰობის განვითარებისათვის, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.
3, 12, 21, 30 ნოემბერი
ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგანაც ეს დღეები თითოეული ადამიანისათვის ძალიან პროდუქტიული იქნება. არ გამოტოვოთ ახალი იდეები. შესაძლოა, რომელიმე მათგანი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდეს.
4, 13, 22, 31 ნოემბერი
კომუნიკაცია განსაკუთრებით ეფექტურია. ამიტომაც, აღნიშნულ დღეებში საქმიანი მოლაპარაკებები, პირადი საუბრები, ურთიერთობების მოგვარების საკითხები შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ. სასურველ შედეგს მიაღწევთ.
5, 14, 23 ნოემბერი
იდეალური დრო რომანტიკული შეხვედრებისა და ახალი თავგადასავლებისთვის. შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანთან შეხვედრა, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმოთ.
6, 15, 24 ნოემბერი
თუ ცხოვრების სტილის შეცვლა გსურთ, ვარჯიშის დაწყებას, კვების მოდელის ცვლილებას გეგმავთ, ეს თარიღები აირჩიეთ. საკუთარ თავში ენთუზიაზმსა და ძალას ბევრად მარტივად იპოვით.
7, 16, 25 ნოემბერი
ფინანსური ოპერაციებისათვის იდეალური პერიოდია. შესყიდვები, ხელშეკრულებები, საინვესტიციო ტრანზაქციები შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ.
8, 17, 26 ნოემბერი
დღეები, როდესაც როგორც სამეცნიერო, ასევე სოციალური საქმიანობა წარმატებით დაგვირგვინდება.
9, 18, 27 ნოემბერი
ამ დღეებში გექნებათ შანსი, ლიდერული თვისებები გამოავლინოთ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები და დაიწყოთ იმ საქმეების განხორციელება, რომლებიც სულ გინდოდათ, რომ გაგეკეთებინათ.
წყარო: “ბომონდი”