„მთელი სამყარო ახლა და შემდეგ წელსაც გადის სავალდებულო შუქნიშნებს, საერთოდ შეიცვლება ადამიანების მენტალობა და ფასეულობათა სისტემა. 2026 – 2027 წლებში ჩვენ ვიხილავთ ახალ სამყაროს. ეს პროცესი დაიწყო ამ წლის გაზაფხულის ბოლოს“, – აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“, ასტროლოგმა სოფია ბზეკლავამ ისაუბრა.
ასტროლოგმა გადაცემაში ასევე ნოემბრის მთავარ რისკებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
„ამ თვეში გვეწყება მარსის რეტროგრადული ფაზა, ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ხდება. ნოემბრიდან – მაისამდე უნდა იმოქმედოთ პრინციპით დაიხიოთ უკან და გააცნობიეროთ რა გიშლიდათ ხელს. ნოემბერი არის გაცნობიერების და შეცვლის პერიოდი, ბევრ ადამიანს მოუწევს გაცნობიერება იმისა თუ სად არიან უსუსურები. ეს თვე იქნება დასწავლილი არასწორი სცენარების გაცნობიერებისა და შეცვლის პერიოდი. ამ ცვლილებებს ყველაზე მეტად იგრძნობს კირჩხიბის, ლომის, თხის რქის, მერწყულის, ვერძის და მორიელის ნიშნის მქონე ადამიანები“,- აღნიშნა ასტროლოგმა.