გუშინ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხი”-ს სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.
“ქართუ ფონდის” ღონისძიებაზე ჩასულმა მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს “ახტაჯანა” უწოდა, მას შემდეგ რაც გოგოხია მისგან ინტერვიუს ჩამორთმევას შეეცადა.
წულუკიანმა მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, შემდეგ კი გოგოხიას მოუწოდა იგივე შინაარსის განცხადება გაეკეთებინა.
წულუკიანმა ისიც აღნიშნა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. გადამღები ჯგუფი თეატრის დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
მინისტრს “მთავარი არხის” მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
“მთავარმა არხმა” წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.