უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისში იმყოფებოდა – ინფორმაციას რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ავრცელებს.
RSF წერს, რომ შეშფოთებულია მისი როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.
მალკევიჩი, როგორც რუსი პროპაგანდისტი, ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერაა სანქცირებული. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და $10 მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული მასზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის.