საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ, შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ლილთან მატჩი გამოტოვოს.
როგორც ლიონის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართველი თავდამსხმელი თავს შეუძლოდ გრძნობს.
“შემიძლია ვთქვა, რომ მოახლოებულ მატჩში მაჰამადუ დიავარა და ერნესტ ნუამა ვერ დაგვეხმარებიან. ისინი ტრავმირებულები არიან. ჯერაც გაურკვეველი სიტუაციაა მიქაუტაძესთან დაკავშირებით. ის ავად არის, რის გამოც სამშაბათისა და ოთხშაბათის ვარჯიშები გამოტოვა”.
შეგახსენებთ, რომ ქართველ თავდამსხმელს ლიონში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში გასულ ტურში ჰქონდა, როდესაც ოსერთან დუბლი მიითვალა. ეს მიქაუტაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ლიგა 1-ის მე-9 ტურამდე საგოლე მოქმედება არ ჰქონდა.
ლილისა და ლიონის მოახლოებული მატჩი 1 ნოემბერს გვიან ღამით შედგება. ლიონელებს 14 ქულით მე-7 ადგილი უკავიათ, ლილი კი 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა.