ბლოგერი, ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე საზოგადოებას ემშვიდობება და სოციალურ ქსელში მიზეზს განმარტავს.
პოსტს უვბლელად გთავაზობთ.
“ამ ამბებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა და იშვიათათ მღალატობს ინტუიცია. ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გემშვიდობებით. მე არ მაქვს იმის გამბედაობა და ძალა ცეცხლს მივუახლოვდე” ვიცი დამწვავს და ფერფლად მაქცევს!ყველას დიდი მადლობა, საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვინც ცოტა ოდენი სიყვარული ჩემს მიმართ გამბედაობით გამოხატეთ მაგ სიძულვილის ქვეყნიდან! იმის მიუხედავად რომ დაცულ ქვეყანაში ვარ მაინც ვერ ვგრძნობ თავს დაცულად და ისიც ვიცი რომ არა ეს ქვეყანა ახლა ამ პოსტსაც ვერ დავწერდი. ისევე როგორც მე ყველა ლგბტქ ადამიანმა ვიცით და ვუსწორებთ თვალს საშიშროებას თუ რამდენად ტრაგიკულია იყო განსხვავებული და თან საქართველოდან.
კესომ გვასწავლა როგორ გავიკვლიოთ გზა ცხოვრებაში და სამწუხაროა ამის თქმა მაგრამ გვასწავლა ისიც რომ უნდა გავქრეთ თუ გვინა ვიცხოვროთ ამ დედამიწაზე! გავქრეთ ისე რომ არ იცოდეს ქართველმა ჩვენი არსებობა! მე არ მჯერავს ამ სამყაროში დამთხვდვების! თუმცა მჯერავს ჩემი ვიდეოები და შოუები დარჩება ისტორიას, რომელიც დამშვიდობების გზას გიტოვებთ როდესაც თქვენი კრისწი მოგენატრებათ. მშვიდობით საქართველო და მშვიდობით კესო,” – წერს კრისტი ლაბაძე.