ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს:
“ინგა გრიგოლია:- (ხელს იშვერს პარლამენტის შენობისკენ) “აი, ამ შენობაში მე ლამის გავიზარდე, ამ შენობაში მე ბევრი წელია ვიყავი როგორც რეპორტიორი და ვაშუქებდი იქ მიმდინარე ამბებს” – კი, ინგა ვიცი, რომ მანდ იყავი, 90-ანების ბოლოსკენ, როცა “მოქალაქეთა კავშირის” ე.წ. “რეფორმატორებს” დაჭირდათ მანდ თავისი მონები “ჟურნალისტებად” და ჩვენ, ჟურნალისტებმა, ვინც მაშინ მართლა ნიჭიერ და მაგარ ჟურნალისტებად ვიყავით მიჩნეული, ყველამ უარი ვუთხარით მონობაზე, მერე თქვენ, დაბოღმილი უნიჭოები შეგყარეს მანდ და “ჟურნალისტები” დაგარქვეს! აი, შენ და შენნაირები რომ მაგ შენობაში შეუშვეს, მაგის მერე დაიღუპა ქართული ჟურნასიტიკაც და პოლიტიკაც… ჰოდა, შენი მაგ შენობაში შემშვებს მოუ… უჰ… თუმცა, მკვდარია. საწყალი… შენნაირების გაჯეჯილებისთვის, ცალკე ჟურნალისტიკაში და ცალკე პოლიტიკაში, მიიღო იმან ლოგიკურად ის, რაც დაიმსახურა (კი შემეცოდა, მაგრამ
მაინც – ლოგიკურია)… ასე რომ, კი ნუ გვემარიაჟები შენი გარეწრული წარსულით, პირიქით, ჯობს ცოტა ნაკლებად გაიხსენო ხოლმე შენი სამარცხვინო ნაბიჯები იმისთვის, რომ “თოქ-შოუს” წამყვანი გამხდარიყავი როგორმე… თუმცა – “დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა, თქვენ მუდამ აცოცდებით” თქვე დედალ-მამალო ყვარყვარებო თქვენა!” – წერს სვანიძე სოციალურ ქსელში.