იუმორისტული გადაცემის წამყვანი ნიკა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე, ქვეყანაში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას შემდეგნაირად ეხმაურება:
“ვფიქრობ, ქართველი ხალხი საკუთარ შტამს ვიმსახურებთ. არაფრით ნაკლები არ ვართ არც ბრიტანელებზე და არც ინდოელებზე,” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 656 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 704, „პისიარ“ ტესტით – 15 952.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,17%, ბოლო 14 დღის – 5,25%, ბოლო შვიდი დღის – 5,78%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 383 339 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 659.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 662 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 501 პირი.