ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე – კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სალავიოვის რეპორტიორი მთელი საღამოს განმავლობაში აშუქებდა აქციას, მას შემდეგ კი, რაც ის აქციის მონაწილეებმა იცნეს, პროპაგანდისტმა გაქცევა სცადა.
თავად დაუპირისპირდა მოქალაქეებს, რომლებმაც მისი შეკავება და კითხვების დასმა სცადეს. საბოლოოდ ჟურნალისტი რუსთაველის გამზირს პოლიციამ გაარიდა.
თავად რუსი პროპაგანდისტი დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ის უკრაინის მოქალაქეებმა ამოიცნეს და მათ დასმულ კითხვაზე, რას აკეთებდა აქციაზე, პროპაგანდისტი აგრესიული გახდა და ერთ-ერთ პირს ფიზიკურადაც შეეხო. შემდეგ პოლიციის კორდონისკენ გაიქცა საიდანაც გარიდება შეძლო.
mtavari.tv