ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ავიღოთ ნებისმიერი მიმართულება.
რა ვიცი, თუ მოგწონთ, ვიყოთ ასე
● ეკონომიკა – მიწასთანაა გასწორებული
● სიღარიბე – თავადაც გრძნობთ
● ფასები – ამასაც თავადაც გრძნობთ
● ლარის კურსი – ვარსკვლავებს ეთამაშება
● საგარეო ვალი – კრიტიკულ ზღვარს მიღმა
● კოვიდი – კატასტროფული სტატისტიკა
● შიდა პოლიტიკა – არაფორმალური მმართველის მარიონეტების თეატრი
● საგარეო პოლიტიკა – ყველა პარტნიორი საქართველოს აკრიტიკებს
● რუსეთი – ფლირტი, თანამშრომლობა, ერთობლივი სპეცოპერაციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, აყვავებული პროპაგანდა
● ოკუპირებული ტერიტორიები – მივიწყებული
● ინტერნეტი – ტროლები და ბოტები.
● მედია – ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ; დამფუძნებლებს სასამართლოში დაატარებენ; ემუქრებიან.
● პრემიერ-მინისტრი – ჰომოფობი, მოძალადე
● სუსი – ტოტალური თვალთვალი და მოსმენა
● სასამართლო – აქ კომენტარი ზედმეტია
● პროკურატურა – ერთი კაცის კანტორა
● ცესკო – ერთი კაცის კანტორა
● კორუფცია – აყვავდა
● განათლების სისტემა – ნულს ქვემოთ
● ეკლესია – ბოლომდე დისკრედიტირებული
● ფეხბურთი – სრული იმედგაცრუება
● მომავალი – სრული უპერსპექტივობა
● ხალხი – გარბის ქვეყნიდან
მე დავიღალე – თქვენ გააგრძელეთ …,” – წერს სანაია.