რუსთაველის გამზირზე გადაიკეტა – მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები პარლამენტის წინ ცესკოს მიერ დაწერილ შედეგებს გააპროტესტებენ.
ადგილზე სცენაა მოწყობილი, სადაც პოლიტიკოსები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები სიტყვით გამოვლენ და მთელ მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ.
აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პროევროპული ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად, გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაიგეგმა.
აქციის შესახებ ინფორმაცია თავად სალომე ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა და ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და შედეგებს არ აღიარებს.