მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა თავისი დის, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ყოფილი ქმრის მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე გადაცემაში “სთორი” კიდევ ერთხელ ისაუბრა:
“მე ეგეთ საკითხებში სხვა ტიპი ვარ, ნინუცა სხვანაირი ტიპია… შეუყვარდა ეხლა ეს ბესო ზანგური თუ რაღაც… დედაჩემი არასდროს ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში, ერთადერთი ეს იყო, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნინუცა და ბესო ერთად არ ყოფილიყვნენ. როდესაც ვიღაც არ მოგწონს ალბათ ყველაფრის გარკვევას იწყებ, ალბათ გრძნობდა… შემდეგ გაარკვია და გადაირია…
რუსთაველი თეატრის ძალიან ბევრი მსახიობი, რომლებიც გამოვიდნენ და თქვეს, რომ “რატომ აბრალებთ? რა იცით?” – სწორედ ისინი სთხოვნენ ნინუცას დაფიქრებულიყო… სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ გაყავდათ და ეუბნებოდნენ: – ” რად გინდა ეს ადამიანი… დაფიქრდი… პატარა ხარ…” – ახლა კი, ასეთი შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომ “შეიძლება ნინუცა არ იტყუება, მაგრამ… სანამ ამ ადამიანს არ დაუმტკიცდება, რატომ აბრალებთ?” – რას ნიშნავს მაგრამ? – ეს ჩემთვის იცი რამხელა შოკი იყო?! – ამბობს რუსკა მაყაშვილი.
გადაცემის წამყვანის თათია შარანგიას კითხვაზე, რომ როდის შეიტყო მის დაზე ძალადობის შესახებ, რუსკა მაყაშვილი პასუხობს:
“როდესაც სახლში მისი საბედისწერო დაბრუნება მოხდა… ყველას გვიმალავდა, ერთხელ წამოვიდა ასე სახლიდან. თამრიკომ უთხრა, რომ აღარ წახვიდეო. როდესაც ადამიანს ეკითხები, რომ შეეხნენ თუ არა ხელით და ის ამას უარყოფს, ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო?! – მისი ქმარია და შვილს ელოდება… ეჭვები იყო… ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ გამოგვეტეხა, თუმცა, გვპასუხობდა, რომ არაფერი ხდებოდა და ყველაფერი კარგად იყო. – ეშინოდა…
ნინუცამ კიდევ ძალიან ბევრი რამე არ ილაპარაკა და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მაშინაც ძალიან ეშინოდა. იმ დღეს მომწერა და მკითხა, უნდა მოეყოლა თუ არა ყველაფერი და ერთი კვირა ამაზე ვიყავი ორიენტირებული რომ – “უნდა თქვა!” , მპასუხობდა, რომ ვერ იტყოდა, ეშინოდა… შემდეგ ხომ დაიწყო კითხვები – “რატომ ამდენი წლის შემდეგ?” – აი, ამისიც ეშინოდა… ამიტომ ეს ქალები, რომლებიც ასეთ დღეში არიან, მარტო ამიტომ ვერ იღებენ ხმას…. ის კაცი ერთ-ერთ გადაცემაში გამოვიდა და თქვა, რომ ის არის კარგი მამა, იყო კარგი ქმარი, იქ ლექსებიც იკითხა… და ეს იყო ბოლო წვეთი. ამ ყველაფრის შესახებ იმ პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა, მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ნინუცა ასეთ მდგომარეობაში იყო. მასზე არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა, ის ძალიან ნიჭიერი კაცია… საოცრად მანიპულირებდა, საოცრებებს ეუბნებოდა ამ პატარა გოგოს…
როდესაც ჩვენთან მოვიდა და თქვა, რომ არაფერი მომხდარა, არ უძალადია, ჩვენს შორისაც ძალიან დიდი კონფლიქტი იყო, შეიძლება ითქვას, რომ მეც ვიძალადე, აფექტის მდგომარეობაში თავში სავარცხელი ჩავარტყი, დედაჩემმა ოთახიდან გამომიშვა. დედაჩემმა უთხრა, რომ მე გასალახი შვილები არ გამიჩენიაო.
ძალიან მიხარია, რომ ნინუცას უამრავი ადამიანი დაუდგა გვერდით. ქუჩაში რომ გამოდიოდა, უცხო ხალხი მიდიოდა და ეხუტებოდა. ეს იყო იმ მოტივით, რომ “ქალებო ხმა ამოიღეთ!” – ეს არის იმხელა გათავისუფლება, ნინუცა თავიდან დაიბადა, საერთოდ სხვა ადამიანია… წლების განმავლობაში ღრმა დეპრესიაში იყო და ეს არ მთავრდებოდა. ლოგინიდან საერთოდ არ დგებოდა ხალხო, 24 საათი ეძინა, შფოთვებით ეღვიძებოდა… ძალიან გახდა, ჯანმრთლების პრობლები შეექმნა, ოცთახუთ ნაწილად დაიშალა… და ეხლა ვიღაცებმა დასვეს კითხვა “- სად იყო ათი წელი?” – თუ გაინტერესებთ ხალხო, დეპრესიაში იყო და ეძინა. მადლობა ღმერთს რომ თქვა და ძალიან ბევრ ქალს მისცა მოტივაცია, თორემ იმას თავში ქვა უხლია, ან სავარცხელი, რომელიც მე ვთხლიშე თავში,” – ამბობს რუსკა მაყაშვილი.