ზუგდიდში კოალიცია “ცვლილებებისთვის” ოფისი დაარბიეს – რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ოფისში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიჭრნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 50 პირი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებსა და მამაკაცებს. ერთ-ერთ მოქალაქეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.