Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში, ერთი სკამი ცარიელია” – მსახიობის ხსოვნის პატივსაცემად

July 20, 2021
„შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში, ერთი სკამი ცარიელია” – მსახიობის ხსოვნის პატივსაცემად

მთაწმინდის პარკში, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინეს, სიმბოლურად, მსახიობ კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად თავისუფალი სკამი დგას წარწერით  –  კახი კავსაძე.

„შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში, ერთი სკამი ცარიელია, გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი, კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა ჩემს ღონისძიებებს“- აღნიშნა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. კახა კალაძე ღონისძიებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ კალაძე თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერია.

„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე – სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების, რომელმაც იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს; რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს – კახა კალაძეს, – განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

პოლიტიკურ საქმიანობაში 2012 წელს ჩაერთო და 2017 წლამდე იკავებდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, 2013 წლიდან – პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თანამდებობას.

2017 წლის 13 ნოემბრიდან, დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს.

2012 წლამდე, კახა კალაძეს აქტიური სპორტული კარიერა ჰქონდა. 1993 წლიდან თამაშობდა კლუბ „დინამო თბილისში”; 1996-2012 წწ. იყო საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, 1998-2001 წწ. თამაშობდა კლუბ „დინამო კიევში”; 2001-2010 წწ. იტალიურ საფეხბურთო კლუბში – „მილანი”, 2010-2012 ლებში კი – კლუბ „ჯენოაში”.

მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში ხანძარია – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • თბილისში ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge