თელავის მუნიციპალიტეტში ქვემო ხოდაშენის მე-16 საარჩევნო უბანთან “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სუსის მიერ მობილიზებული პირები დაუპირისპირდნენ.
თავდამსხმელების გაღიზიანება “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა საარჩევნო უბნის მიმდებარედ ვის მიერ იყო ორგანიზებული საკვების მიტანა.
ადგილზე არსებულმა პირებმა ჟურნალისტს და ოპერატორს ტექნიკა წაართვეს და მედიის წარმომადგენლების ადგილიდან გაძევებას შეეცადნენ.
“მთავარი არხის” ჟურნალისტის განცხადებით, პირები, რომლებიც მათ დაუპირისპირდნენ დავით ესიტაშვილი, ბადრი ბუიშვილი ქართულ ოცნებასთან არიან კავშირში.
ცნობისთვის, თელავის რაიონის ქვემო ხოდაშენში, N 16 საარჩევნო უბანთან” თავს დაესხნენ ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფსაც.