“წარმოუდგენელია, სპეციალურად გაკეთებულია”- ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და კომისიის წევრზე ძალადობის ფაქტს.
აქამდე, ორგანიზაცია ჩემი ხმის დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ორგანიზაციის დამკვირვებელზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტსა და საარჩევნო პროცესის დარღვევებზე განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 69-ე უბანზე მოქალაქემ საარჩევნო ყუთში ძალის გამოყენებით ბიულეტენების დასტა მოათავსა.