კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
სახლის საქმეები მთლიანად თქვენს პასუხისმგებლობას დაეყრდნობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, სასიამოვნო იქნება. შემცირდება გადაადგილებების რაოდენობა, თუმცა ეს ზიანს არ მოუტანს არც თქვენს კონტაქტებს და არც ფინანსურ მდგომარეობას.
კურო
საქმიანი აქტიურობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. სასიყვარულო პარტნიორზე ნუ იეჭვიანებთ ინფორმაციას ნუ ენდობით გადაუმოწმებლად. არ გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე ფიზიკური შრომით ან ვარჯიშით
ტყუპები
ბევრ დროსა წაგართმევთ ფინანსური საკითხების მოგვარება. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. მოერიდეთ ფარულად მოქმედებებს. სასიყვარულო პარტნიორთან დამოკიდებულება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებთ მისი ინტერესების დაკმაყოფილებას.
კირჩხიბი
მოერიდეთ ფარულ საქმიანობას, განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. ოჯახში დაძაბული საუბრები და გულგრილი დამოკიდებულება გაიძულებთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს და ბევრი დრო დაყოთ მეგობრების გარემოცვაში, ან სამსახურში.
ლომი
კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად და ძველი იდეების ხორცშესხმისთვის. საყვარელ ადამიანთან თუ არ იქნებით თბილი და გულღია, შესაძლოა ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოთ. მოგზაურობა დიდ პერსპექტივებს გპირდებათ.
ქალწული
ინტუიცია გიკარნახებთ, როდის უნდა გარისკოთ და როდის უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე. მეტი დრო დაუთმეთ მშობლებსა და მათთან ურთიერთობას. წარმატებული იქნება უძრავი ქონების შეძენაც. ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავარია, რაც ამტანს გაგხდით ფიზიკური შრომის დროს.
სასწორი
შეხვედრები, წარმატებული აღმოჩნდება. ყურადღებით აირჩიეთ ახალი საქმიანი პარტნიორები. სასიყვარულო ურთიერთობა სწრაფად განვითარდება და სტიმულს მოგცემთ შემდგომი მოქმედებებისთვის. მოგზაურობა წარმატებას მოგიტანთ საქმეში.
მორიელი
საქმიან ურთიერთობებში ყურადღებით შეარჩიეთ პარტნიორები, ხოლო სხვისი ფინანსების იმედი ნუ გექნებათ. მოგზაურობისას შესაძლებელია ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარება. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან თქვენი ენერგობალანსი შემცირებულია.
მშვილდოსანი
საქმიანი კავშირების დამყარებისას, გააზრებულად გააკეთეთ არჩევანი. გაიზრდება აქტიური მოქმედებების სურვილი, თუმცა გარშემომყოფებთან დაპირისპირება მოგიწევთ. ეცადეთ, ნაკლებად იკამათოთ. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა დამყარდება.
თხის რქა
არაერთმნიშვნელოვანი პერიოდია. კარგი დროა გადაადგილებებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისა და საკუთარი პოზიციების ხმამაღლა დასაფიქსირებლად. საყვარელ ადამიანთან დროებითი განშორება, შესაძლოა თქვენთვის დასვენების კარგი შანსი იყოს.
მერწყული
კარგი დროა სამსახურის შეცვლაზე დასაფიქრებლად, ან შემოსავლის ახალი წყაროს საძიებლად. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. სასიყვარულო კავშირი, მიუხედავად წვრილმანი გაუგებრობებისა, მეტად გულახდილი და მეგობრული გახდება.
თევზები
მატერიალური კეთილდღეობა თქვენი უპირველესი საფიქრალი გახდება. თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზრდება, რაც სასიყვარულო პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. უმჯობესია, მეტი დრო გამონახოთ დასვენებისთვის.