დეპუტატი თაკო ჩარკვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“შეგნებულად, გამიზნული მზაკვრობა – გეგმა საქართველის წინააღმდეგ!!! როგორც ევროპის დროშის დაწვა, – ჩამოგდება და ტერორისტული ბანდების თარეში იყო შეგნებულად დაგეგმილი ამ (“გავრილოვის შემომყვანი” ხელისუფლების მიერ), რომ ამ ტიპის ტერორისტული ბანდებით საქართველო არ შეუშვან ევროკავშირში, ზუსტად ასევე მიზანმიმართულად არ აცრეს -არ ჩაატარეს ვაქცინაცია ანუ ჯერ ერთი , ხალხს ხოცავენ და მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ აუცრელობით და სიკვდილიანობით… და მეორეც: ხელოვნურ ” იზოლაციაში” შეჰყავთ ქვეყანა, უფრო ზუსტად “შეჰყავს” ქვეყანა ივანიშვილის-ღარიბაშვილს!!!
რუსეთზე გადაბარებას ამზადებს ოლიგარქი!!!
ქვეყანას არ დაგითმობთ !
დაელოდეთ “ხელისუფლებავ” და გამიხსენებთ!,” – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.