Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შუქრუთელების პროტესტი უკან ბრუნდება – რატომ გადაწყვიტეს აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის დატოვება?

October 24, 2024
შუქრუთელების პროტესტი უკან ბრუნდება – რატომ გადაწყვიტეს აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის დატოვება?

შუქრუთელების პროტესტი თბილისიდან უკან, სოფელში ბრუნდება.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი ნეფარიძე ამბობს, მათი ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებით დროის გაწელვის მცდელობამ და კომპანიის სოფელში გააქტიურებამ განაპირობა.

მისი თქმით, ვინაიდან ადგილობრივებმა პროტესტისთვის დედაქალაქში გადმოინაცვლეს, კომპანია ადგილზე ცდილობს, სამუშაო პროცესი აღადგინოს.

„აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ისევ ადგილზე დავბრუნდეთ და გავამაგროთ ის ტერიტორიები, სადაც კომპანიას სამუშაო პროცესის აღდგენის სურვილი აქვს.

ხედავთ, რომ დროის გაყვანის გარდა რეალური ქმედითი ნაბიჯი კომპანიამ არაფერი არ გადადგა. ვერც ის დავინახეთ, რომ კომპანიას პრინციპულად დაუყენა საკითხი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა.

სამწუხაროდ, ბოლოს დაგეგმილი შეხვედრაც აღარ ჩანიშნულა, მოლოდინის რეჟიმში კი იქაც ირევა სიტუაცია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავით, დავბრუნებულიყავით იქ, სადაც მაღაროებისა და ვახტების შესასვლელებია, რათა კომპანიამ სამუშაო პროცესი არ აღადგინოს”, – ამბობს ნეფარიძე.

შეგახსენებთ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტი მარტიდან დაიწყეს. 11 სექტემბერს კი მათ თბილისში გადმოინაცვლეს, დაიწყეს შიმშილობა და რამდენიმე მათგანმა პირიც ამოიკერა.

აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.

შუქრუთელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკების პროცესი 16 ოქტომბერს დაიწყო – უწყვეტი პროტესტის 220-ე დღეს; კომპანიამ მათთან შეხვედრისკენ ნაბიჯი შიმშილობის 43-ე დღეს გადადგა. შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პარლამენტის წინ 24-საათიანი პროტესტი გრძელდებოდა.

კომპანიის წარმომადგენლებთან სამი შეხვედრა გაიმართა, თუმცა როგორც შუქრუთელები ამბობდნენ, მათ რჩებოდათ განცდა, რომ  ეს ყველაფერი დროის გაჭიანურებას ემსახურებოდა.

მედიატორის როლში შეხვედრას დეპუტატი რატი იონათამიშვილი ესწრებოდა. შუქრუთელები კომპანიისგან დაზიანებული სახლების ადეკვატურ შეფასებასა და სრულ კომპენსაციას მოითხოვენ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თამარ ჩერგოლეიშვილი მიმართვას ავრცელებს
  • „5 წლისა და 4 თვის თავზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა. მიზეზი უკანონო გათავისუფლებაა”- თეონა ბაკურაძე
  • წყალი 12 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge