ბებიის გაუპატიურების ბრალდებით დაავებული კაცი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოდ სჯიან. 29 წლის გიორგი კირვალიძე გლდანის ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში ყვება, რომ პროვოკაცია მამიდამ მოუწყო, ოჯახის წევრის გაუპატიურება დააბრალა, რომ ქონება წაერთმია.
“ესეთი ბრალდებით მე აქ არ უნდა ვიყო და მომაქციონ ყურადღება”– ამბობს გიორგი კირვალიძე “ტვპირველთან.”
პატიმრის მტკიცებით, მიზეზი ბინაა, რომლის მისაკუთრებაც მამიდას სურდა. უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული ახალგაზრდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შიმშილობით აპროტესტებს.