ვერძი
მოულოდნელობების დღეა, თუმცა, თქვენც განწყობილი ხართ ცვლილებებისთვის, ეცადეთ, ჩვეული საქმეებს არასტანდარტულად მიუდგეთ. გამოიჩინეთ მეტი ოპტიმიზმი და გაბედულება.
კურო
დღე ჩვეულ რიტმში ვითარდება. მეტი წინდახედულობა გმართებთ, გააკონტროლეთ გაკეთებული საქმე, ხელის მოწერამდე, კარგად გაეცანით ახალ საბუთებს.
ტყუპები
მშვიდი დღეა, თქვენც მეტად გაქვთ სიმშვიდის მოთხოვნილება, გაატარეთ დღე თქვენს თავთან კომუნიკაციაში.
კირჩხიბი
თავი შეიკავეთ ზედმეტი კომუნიკაციებისგან, უმჯობესია, განმარტოვდეთ. ნუ მოტყუვდებით ლამაზი შემოთავაზებებით, გახსოვდეთ, „ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“.
ლომი
იყავით მეტად დაკვირვებული, დაიცავით თქვენი პრინციპები და წარმატება თქვენია. მიუხედავად იმისა, რომ ერთფეროვან განწყობასთან ერთად, მშობლიური მზის ენერგიების დეფიციტს გრძნობთ, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მოიმატებს და მალე თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
ქალწული
გადახედეთ თქვენს პირად სფეროს, გააანალიზეთ ძველი კავშირები, შეიტანეთ მათში კორექცია თუ ეს საჭიროა. ახალი ურთიერთობების დასაწყებად შესაძლოა, ჯერ გამბედაობა არ გეყოთ, თუმცა, მალე ამის დროც მოვა. იზრუნეთ განწყობის ამაღლებაზე.
სასწორი
დღეს ყურადღების ცენტრში ხართ, ამიტომ ნუ დაკარგავთ შესაძლებლობებს წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო სფეროში.
მორიელი
აიმაღლეთ განწყობა ბალახეული ჩაით, არომატებით. შესაძლოა, აქტუალური იყოს ფინანსური და ყოფითი საკითხები. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.
მშვილდოსანი
დაიცავით ზომიერება და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს სამსახური, თუ ურთიერთობების საკითხი. კიდევ ცოტაც და მალე თქვენი დრო დგება.
თხის რქა
დღეს, მოქმედებაზე მეტად ორიენტირებული იყავით სამომავლო საკითხების დაგეგმვასა და ანალიზზე. კონცენტრირდით თქვენს თავზე, საკუთარ იმიჯზე, ჯანმრთელობაზე და შესაძლებლობებზე.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების წამოწყებისა და ფინანსური ოპერაციებისგან, ასევე, ნებისმიერი მოლაპარაკებებისგან, რომელიც საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს ეხებათ.
თევზები
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე, გუნება-განწყობის ამაღლებაზე. ნუ ჩაერთვებით უსიამოვნო საუბრებში, დღეს ნაკლებად გამოიჩინეთ ინიციატივა, ეს ეხება ნებისმიერ სფეროს.