ისტორიაში პირველად, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფი დაძლია და ევრო 2025-ის პლეიოფში ითამაშებს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.