ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ალბანეთმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და საქართველოს გაუთანაბრდა.
მეტოქემ ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის 47-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ასლანიმ გიორგი მამარდაშვილს აუღებელი ბურთი დაურტყა.
მატჩს დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ჯვაროსნების ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore: მამარდაშვილი(6.8), კაკაბაძე(7.8), კაშია(7.2), დვალი(7.1), ლოჩოშვილი(7.2), დავითაშვილი(7.5), კიტეიშვილი(7.7), ჩაკვეტაძე(7.1), მიქაუტაძე(6.7), ზივზივაძე(6.2), კვარაცხელია(6.9), წიტაიშვილი(6.6). შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 6 ქულა აქვს.
შემდეგ ტურში, ვილი სანიოლის შეგირდები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებენ.
აღნიშნული დაპირისპირება 16 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.