ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
მეტოქემ ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის 47-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ასლანიმ გიორგი მამარდაშვილს აუღებელი ბურთი დაურტყა.
90-ი წუთის ამოწურვის შემდეგ, ანალიტიკურმა გვერდმა, SofaScore-მა ქართველი ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. “ჯვაროსანთა” რიგებში ყველაზე მაღალი ქულათა შეფასება ოთარ კიტეიშვილმა და ოთარ კაკაბაძემ დაიმსახურეს, ხოლო ყველაზე დაბალი ბუდუ ზივზივაძემ.
ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს. 6 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც საქართველოს ნაკრებს ალბანეთის დამარცხების შემდეგ გაუთანაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და უკრაინას.