პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი , ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი, , ნანა ნარეკლიშვილი გვიყვება, რომელი დაავადებები აქტიურდება შემოდგომაზე ბავშვებში და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა პროფილაქტიკისთვის:
-მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშეა. ცხადია, კოვიდინფექციას ვგულისხმობ, რომელმაც,საზოგადოების ყველა წევრზე იმოქმედა. პანდემიის პირობებში, იმის გამო, რომ ბავშვები ნაკლებად აქტიურობდნენ, მშობლებს დასასვენებლად, სასეირნოდ სუფთა ჰაერზე ხშირად ვერ გაჰყავდათ და ძირითადად, ოთახში უწევდათ ყოფნა, გაჯეტებზე დამოკიდებულებაც გაიზარდა, ამ ყველაფერმა კი ბავშვთა ასაკზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ფსიქიკურ მდგომარეობაზე,ზრდა-განვითარებაზე, ტანადობის დარღვევებზეც და იმუნიტეტზეც. შესაბამისად, ეს ახალი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. გადამდები დაავადებები, რომლებიც ამ სეზონზე აქტიურდებიან, შედარებით შემცირდა, მაგრამ ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, სატელეფონი ზარებიც ხშირია და მომართვიანობაც. აქტუალურია სასუნთქი გზების ინფექციები და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. თუმცა,კორონავირუსიც ხშირად მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს. პედიატრთან მისული ყოველი 3 ბავშვიდან, ორს სასუნთქი გზების ინფექცია აღენიშნება. სასუნთქი გზების ინფექციები ყველაზე საშიში ადრეული ასაკის ბავშვებში გახლავთ. მათთან იმუნიტეტი კიდევ უფრო დაბალია. გარდა ამისა, ბავშვთა ასაკის სასუნთქი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები განაპირობებს ინფექციის ადვილად შეჭრას, გავრცელებას, მაღალ სიხშირესა და სიმძიმეს. შემოდგომაზე აქტუალურია ადენოვირუსები, რინოვირუსები, გრიპის, პარაგრიპის და სხვა. ვირუსული ინფექციები სასუნთქი გზების ეპითელიუმს აზიანებენ, იწვევენ ლორწოვანი გზების ანთებით პროცესს, გამოიყოფა წებოვანი ლორწო, რომელსაც შეუძლია ადვილად დაახშოს სასუნთქი გზების სისტემა და დაიწყოს სურდო, ხველა, გართულდეს ყელის, ყურის ტკივილით და ა.შ.ვირუსულ ინფექციასთან ერთად შესაძლოა გააქტიურდეს ბაქტერიული ფლორაც და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს კოვიდინფექციის ე.წ. ,,დელტა“ შტამი, რომელმაც ასევე ბევრი გართულება გამოიწვია ბავშვთ აასაკში და ზოგიერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, ლეტალობით დამთავრდა. განაგრძეთ კითხვა