Puff Diddy-ს შვილები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.
„ჩვენ ვნახეთ უამრავი მავნე და ცრუ ჭორები, რომლებიც გავრცელდა ჩვენს მშობლებზე, კიმ პორტერისა და შონ კომბსის ურთიერთობაზე, ისევე როგორც ჩვენი დედის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.
იმის მტკიცება, რომ ჩვენმა დედამ დაწერა წიგნი, უბრალოდ ტყუილია. მას ეს არ გაუკეთებია. გარდა ამისა, გთხოვთ, გესმოდეთ, რომ ნებისმიერი ე.წ. „მეგობარი“, რომელიც ლაპარაკობს ჩვენი დედის ან მისი ოჯახის სახელით, არ არის მეგობარი.
ჩვენი ცხოვრება დაიმსხვრა, როცა დედა დავკარგეთ. ის ჩვენი სამყარო იყო და აღარაფერი ყოფილა ისე მას შემდეგ, რაც ის წავიდა.
მისი გარდაცვალების მიზეზი დიდი ხანია დადგენილია.
ღრმად ვწუხვართ, რომ მსოფლიომ აქცია სპექტაკლად ის, რაც იყო ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. დედა უნდა გვახსოვდეს მშვენიერი, ძლიერი, კეთილი და მოსიყვარულე ქალი იყო.
ვთხოვთ, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენს დედას, კიმ პორტერს. რათა მან მშვიდად განისვენოს. ეს არის ის, რასაც იგი იმსახურებს.
ჩვენ გვიყვარხარ და მენატრები დედა.
ქუინსი, კრისტიანი, ჯესი და დ’ლილა“, – წერია მიმართვაში.
16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს. ონ დიდი ქომბსის, იგივე puff Daddy-ის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მთელი ჰოლივუდი მოიცვა.
ამერიკელ რეპერს სექსუალურ ძალადობაში, რეკეტების მოწყობასა და პროსტიტუციაში ქალების იძულებით ჩართვაში ადანაშაულებენ.
გამოძიებამ გაჩხრიკა რეპერის საცხოვრებელი სახლი, სადაც წარსულში მასშტაბური წვეულებები ეწყობოდა და სადაც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახეები – მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და მათ შორის პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წვეულების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გამოძიების თქმით, ხდებოდა ყველა ის დანაშაული, რის გამოც დღეს Daddy დაკავებულია.
სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა – ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.