Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამოხველების პროცესში ვართ – საქმე მაქეთკენ მიდიდოდა” – ლადო კახაძე “პრაიდზე”

July 5, 2021
“ამოხველების პროცესში ვართ – საქმე მაქეთკენ მიდიდოდა” – ლადო კახაძე “პრაიდზე”

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე “მეტრონომთან” საუბარში რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “საქმე მაქეთკენ მიდიოდა”.

“არავის ცემა არ შეიძლება. მაქეთკენ მიდიოდა საქმე, პროვოცირებას ცდილობდნენ და მაგას ვაფრთხილებდი სუყველას, რომ ეს იქნებოდა ამის მიზანი, რომ საქართველოს როგორმე თავის ისტორიულ, ტრადიციულ ვნებებზე დააჭირონ ფეხი და ამით მოხდეს პედალირება და მერე დაბრუნდება ეს ბუმერანგი და იქნება გაშუქება, მერე იქნება სამართლიანი გაშუქება. ნამდვილად იქნება ნაცემი ადამიანი, იმას ვერ შეაკავებ. როცა ღვარცოფი მოდის, სახლებს ვერ დაიცავ, ცუდია, ძალიან ცუდია. სახელმწიფოს ვალია, რომ ადამიანის ფიზიკური ხელშეუხლებლობა დაიცავს, მაგრამ მეორე თემაცაა. ანბანის ასოები შეიძლება დაალაგო ძალიან კარგად და ძალიან ცუდად. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება კარგმა სიტყვამ გააღიზიანოს და ზოგი ცუდმა სიტყვამ გააღიზიანოს. ზოგს ლოცვა აღიზიანებს, ზოგს ბილწი სიტყვა. საზოგადოება ჭრელია. ამიტომ, უმრავლესობას უნდა სცე პატივი, წესი ასეთია, დემოკატიაზე უკეთესი ფორმა არ არსებობს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი მამომძრავებელი ღერძი.როცა საქართველოს თავის ისტორიული კუთვნილებითი გზა აქვს არჩეული და ეს გამოიარა, აქ არის აბსოლუტური უმრავლესობა, ასეთ ქვეყანაში პატივი უნდა სცე იმ ტრადიციებს და მიასადაგო ამ ტრადიციას ყველაფერი. ძალიან ძნელია, რომ დიდი ისტორია შეცვალო. ამის მცდელობაც კი, იმ ფორმით რა ფორმითაც მავანი ცდილობს, მივალთ აქამდე. როდესაც ხდება გადაცდენა, უნდა მოინახოს მიზეზი – რამ გადააცდინა ეს ყოფიერება.

გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, ვინ მოახდინა პროვოცირება, იმას გარემოება სჯის და ვინც პროვოცირებას წამოეგება, იმასაც სჯის გარემოება. როდესაც სასულეში ნამცეცი გადაგცდება, ახველებ? იმიტომ, რომ ნამცეცის ადგილი სასულელში არაა. საზოგადოებას სასულეში თუ ჩაუვარდები ამოახველებს და ამოხველების პროცესში ვართ. ამოხველების დროს ფილტვებიც გტკივა, თავიც გტკივა, ჯანმრთელობა ირყევა. საზოგადოებას ახლა ჯანმრთელობა შეერყა. ერთი რეპუტაციული ზიანი მივიღეთ – შენ გააშუქებ და იტყვი, რომ ცუდია და მართალიც იქნები, ადამიანის ხელის ხლება არ შეიძლება, მაგრამ ეს ტალღა რამ წარმოქმნა – ამას რატომ არ ძრავთ სიტყვას? ხომ შეიძლებოდა, ამის თავიდან არიდების. მე მომხრე ვარ ყველა ადამიანის თანასწორობის, მაგრამ შენ სახლში ნუ შემომივარდები. მე ჩაიკოვსკის ვუსმენ, ჭაბუკიანის ცეკვას მილიონჯერ ვუყურებ, მხატვარი, კომპოზიტორი, მაგრამ ის კი არ მივარდება სახლში, მე მინდა იმით აღვფრთოვანდე. ყველა ადამიანს აქვს დამკვიდრების უფლება და ამის უფლება უნდა მისცე, მაგრამ დამკვიდრების უფლება არ ნიშნავს, რომ მე მომისმინე. მე ლექსებს ვწერ, მაგრამ მე როგორ ვაკადრო, ყველამ ჩემი ლექსი წაიკითხეთო”, – აცხადებს დეპუტატი “მეტრონომთან”.

ეკლესიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ღირსების მარშის საპირისპიროდ რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ და თბილისი პრაიდისთვის არ მიეცათ ღონისძიების ჩატარების უფლება. დღეს 5 ივლისიდან ქაშვეთის ეკლესიის წინ ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ.

მათ პარლამენტის წინ განტავსებული ოპოზიციურად განწყობილი ადაიანების კარვები დაარბიეს. გარდა ამისა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თბილისი პრაიდმა, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, 5 ივლისს ღირსების მარში არ გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge