Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ის “ვაჟკაცები”, ვინც მასთან დროებით კავშირს ამყარებდნენ და ოჯახის სიწმინდეს პირგამეხებულები იცავდნენ. ასეთ “მამულიშვილებს” ათასი კესარია მირჩევნია” – პეტრე კოლხი

September 23, 2024
“ის “ვაჟკაცები”, ვინც მასთან დროებით კავშირს ამყარებდნენ და ოჯახის სიწმინდეს პირგამეხებულები იცავდნენ. ასეთ “მამულიშვილებს” ათასი კესარია მირჩევნია” – პეტრე კოლხი

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს პეტ­რე კოლ­ხი ეხ­მი­ა­ნე­ბა:

“არ ვარ ჩემ გან­საც­დე­ლე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში. ოკე­ა­ნის გაღ­მა ვიმ­ყო­ფე­ბი. წლე­ბია ამე­რი­კას­თან შეხ­ვედ­რას ვგეგ­მავ. და­ეშ­ვა ჩემი ბო­ინ­გი და პირ­ვე­ლი მე­სი­ჯიც მომ­დის- “კე­სა­რია მოკ­ლეს…”

სიკ­ვდი­ლი ყო­ველ­თვის გან­ცდებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კე-მხო­ლოდ სიბ­რა­ზეს­თან…

ულა­მა­ზე­სი შე­მოდ­გო­მა დგას ნიუ იორკში, მაგ­რამ ვერ ვგრძნობ, ვერ ვამ­ჩნევ, ყურ­ში სვე­ტი­ცხო­ველ­ში, ღვთის­მშობ­ლის ხატ­თან მდგა­რი კე­სა­რი­ას გან­წი­რუ­ლი ბღა­ვი­ლი ჩა­მეს­მის… ეს­პა­ნელ რე­ჟი­სორ-პედ­რო ალ­მა­დო­ვარს რომ შე­ემ­ჩნია, ოს­კა­რო­სან ფილ­მს გა­და­ი­ღებ­და.წა­მით მა­ინც და­ფიქ­რდით, მის­თვის რა ტან­ჯვა და გა­უ­საძ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი ბა­რი­ე­რის, დაბ­რკო­ლე­ბის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევ­და სა­კუ­თარ თავ­თან, ღმერ­თთან, სამ­ყა­როს­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან.

რამ­დენ უარ­ყო­ფას და დამ­ცი­რე­ბას შე­ე­ჯა­ხე­ბო­და…

მან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგო­მა შეძ­ლო, გა­ღი­მე­ბაც და ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბაც მო­ა­ხერ­ხა. ბევ­რი გა­ბო­როტ­დე­ბო­და… ის სი­ძულ­ვილ­ზე მაღ­ლა დად­გა…

ბევ­რი წერ­და, ღმერ­თმა შე­უნ­დოს მის მიერ არ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბაო… მას ეს არ აურ­ჩე­ვია, ის ასე­თად და­ი­ბა­და… ის ყო­ველ­წა­მი­ერ გოლ­გო­თას გა­დი­ო­და, მაგ­რამ ამის გამო ღმერ­თს კი არ უბ­რაზ­დე­ბო­და, პი­რი­ქით, პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და.

მკვლელს აქე­ბენ, ვაჟ­კა­ცი ყო­ფილ­ხარ, გა­ურ­კვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი რომ მო­კა­ლიო”… ჰო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა ვაჟ­კა­ცო­ბაა და მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა რა არის ნე­ტავ?! მა­მა­ცი იყო კე­სა­რია, იგი და­უ­პი­რის­პირ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს, ჩა­კე­ტულ მენ­ტა­ლო­ბას, საბ­ჭო­ურ გად­მო­ნაშთს, მა­სე­ბის და­ზომ­ბი­რე­ბულ ხედ­ვებს. ამას დიდი ძალა სჭირ­დე­ბო­და, დიდი ნე­ბის­ყო­ფა და ენერ­გია…

მით უფრო, იმ წლებ­ში, როცა ამა­ზე სა­უ­ბარს, სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც ვე­რა­ვინ ბე­დავ­და…კე­სა­რი­ამ არ და­მა­ლა, თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე და მთელ სამ­ყა­როს და­ა­ნა­ხა. ის “ვაჟ­კა­ცე­ბი”, ვინც მას­თან დრო­ე­ბით კავ­შირს ამ­ყა­რებ­დნენ, სხვა დროს რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე ჩოხა-ახა­ლუ­ხით იდ­გნენ და ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს პირ­გა­მე­ხე­ბუ­ლე­ბი იცავ­დნენ. ასეთ “მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს” ათა­სი კე­სა­რია მირ­ჩევ­ნია.

გული მწყდე­ბა, სი­შო­რის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ მის ცხე­დარ­თან მის­ვლას… იქ რომ ვიყო, ჩემ შვი­ლებ­თან ერ­თად, დღეს კე­სა­რი­ას მშობ­ლე­ბის გვერ­დით ვიდ­გე­ბო­დი!…უფალ­მა მის­ცეს შენ მშფოთ­ვა­რე სულს სიმ­შვი­დე-ადა­მი­ა­ნო!” – წერს პეტ­რე კოლ­ხი.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენ­დე­რი ქალი, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კე­სა­რია 22 სექ­ტემ­ბერს, ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო?
  • „მეშინია, რამე შემოთავაზება არ მივიღო ამ დღეებში…“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
  • „შაურმაში მიკროორგანიზმი აღმოჩნდა…“ – რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge