“ზოგიერთი უკვე დიდი ხანია ოპოზიციონერი აღარ არის და თავს ნუ მოვიტყიებთ” – ამის შესახებ საქართველ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციური გაერთიანების იმედი აღარ აქვს.
“ეს გაუბედურება, უპერსპექტივობა, სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, მაგრამ ამისთვის ჩვენ განსაკუთრებული მობილიზაცია დაგვჭირდება. იმედი არ მაქვს და სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებზე იმის ლაპარაკს ახლა არ დავიწყებ, რომ ” ვაიმე, თუ ყველა არ გაერთიანდა, თუ ყველა ერთ პროცენტიანი პარტია…” – უკაცრავად, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უკვე დიდი ხანია ოპოზიციონერი აღარ არის და თავს ნუ მოვიტყუებთ. მაგრამ ჩვენ ვარსებობთ, “ნაციონალური მოძრაობა”, მე და რაც მთავარია, ქართველი ხალხი არსებობს, რომელსაც მობეზრდა ყველა ერთად ტალახსა და წუმპეში რომ მიათრევს, დაწყებული ივანიშვილიდან – დამთვარებული მასთან გარიგებული პატარა ჯგუფებით” , – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
“როგორ ფიქრობთ, რატომ დაისაჯა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი და მთლიანად აღნიშნული პარტია ასე მწარედ” – გადაცემის წამყვანის თეა ადეიშვილის შეკითხვაზე სააკაშვილი პასუხობს:
“როგორც ჩანს, რაღაცებში ვერ დაითანხმეს და ყოჩაღ, შალვას წინაშე ქედს ვიხრი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვიღაცები ერთმანეთს გაურიგდნენ… ერთი რამე ზუსტად უნდა იცოდეს ხალხმა – მიხეილ სააკაშვილი არ იყიდება!” – განაცხადა მან.
ცნობისთვის, “ლეიბორისტულ პარტიას” საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამნეტმა მესამე მოსმენით მიიღო, რითიც პარტიას საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის უფლებაც შეუჩერდა.