Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წყალი მთელი დღით შეწყდა – GWP აბონენტებს აფრთხილებს

September 17, 2024
წყალი მთელი დღით შეწყდა –  GWP აბონენტებს აფრთხილებს

დღეს, 17 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

ამ დროისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ.

დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ტექნიკური სამუშაოები 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 17 სექტემბრის დღის 12:00 საათიდან 18 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, მარსელის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს;

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის, ხევძმარის ქუჩა N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის და გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს; გაზის, ავჭალა 2-ის და ცენტოლიტის დასახლებებს;

ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს;

მუხიანის I და II მიკრორაიონებს, III მიკრორაიონის N17-22 კორპუსებს, IV ა მიკრორაიონის N1-7 კორპუსებს, მარესლის, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს; ზღვის უბნის III მიკრორაიონის კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge