“რატომ არ უნდა მოვსულიყავი, ეს ხო ჩემი მიღწევაა და ჩემი მიღწევები იმსახურებს ყველანაირ ჯილდოს”– განაცხადა ლაშა ტალახაძე პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოებაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
“”არანაირი ყოყმანი არ მქონია დღეს აქ მოსვლის იქიდან გამომდინარე, რომ ამ ჯილდოს ღებულობს ლაშა ტალახაძე. თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა. მე ყოველთვის წინ ვაყენებ ჩემ წარმატებას და ქვეყანას. ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როდესაც პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია.
მნიშვნელოვანია ყველა გამარჯვების შემდეგ შენი ქვეყნისგან, გულშემატკივრისგან დაფასება. ვფიქრობ, ეს მე და თითოეულმა ჩვენგანმა ღირსეულად დავიმსახურეთ.
ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ხალხის სამსახურში არიან. შეიძლება უხეშად გამოვიდეს, თუმცა ეს მოვალეობაც არის, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებას აღწევს მას ჯილდო უნდა გადასცე. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის, ნამდვილად დასაფასებელია”– განაცხადა ტალახაძემ.
მანვე პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
“ქართული ოცნების პოზიციას ვიზიარებ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება”– განაცხადა ლაშა ტალახაძენ.
პრეზიდენტმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მონაწილეები ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ოლომპიური ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, რომელთა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა.