ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, “აპრილი” პრემიერა გაიმართა, რაც ქართული კინოს დიდი წარმატებაა. პრემიერაზე იმყოფებოდნენ მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე, რომლებიც კინოსურათში მთავარ როლებს ასრულებენ. მათ კინოფესტივალის წითელ პეციალურად ხალიჩაზე გაიარეს.
ია სუხიტაშვილის კაბამ ქართველ ინტერნეტმომხმარებელში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ზოგს მოეწონა მსახიობის არჩევანი, ზოგიერთმა კი გააკრიტიკა.
კაბა ცნობილმა ქართულმა ბრენდმა, Situationist-მა შექმნა.