საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით, 4-1 დაამარცხა – საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გაიტანა. უკვე მეორე ტაიმში – 52-ე წუთზე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, რის შემდეგაც 63-ე წუთზე ანგარიში ისევ გაიზარდა – მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.2 წუთში ჩეხეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, მისი ავტორი გიორგი ქოჩორაშვილია.
“რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო… ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს“ – განაცხადა კვარაცხელიამ.