ხოვრება „ზოლიანია“ – შავ და თეთრ სარტყელთა მონაცვლეობით: ხან გვახარებს, ხან კი – გვამწუხრებს. „თეთრი“ და ნათელი ცხოვრება ყველას უნდა და შესაბამისად, ერთი სული გვაქვს, გავიგოთ: როდის დადგება ჩვენს ცხოვრებაში ნათელი ხანა და ბნელ სარტყელს – ნათელი შეცვლის. სწორედ ამას აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ბატონი მერაბ ლ.
– მართლაც „ზოლიანია“ ჩვენი ცხოვრება: ხან ღრუბლებს შეყრის, ხან ცისარტყელას ააფერადებს. რა თქმა უნდა, კარგია, შავი სარტყელი, ანუ ბნელი პერიოდი ვიწრო რომ იყოს, თეთრი კი – ფართო… თუმცა, არც უმაგისობაა: ღამეს დილა მოსდევს, სიბნელეს – მზე, მწუხარებას კი – სიხარული… და თქვენც ელოდებით ცხოვრების ნათელ სერიას…
– რა თქმა უნდა და ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, ჩვენს ცხოვრებაშიც როდის „გათენდება“…
– ცხოვრება ლაბირინთია, მოთამაშე კი თავად ვართ – ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ და სინათლეში გავიდეთ. არჩევანი დიდია: ზოგი გზა მარჯვნივ უხვევს, ზოგი – მარცხნივ, ზოგს წრეში შევყავართ და ზოგსაც – ჩიხში. შეიძლება უსასრულოდ იხეტიალო სიბნელეში და სინათლე ვერ დაინახო, მაგრამ მინიშნებამ სწორ გზაზე დაგაყენოს და გამოსავალიც იპოვო. ჩვენი ქვეცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერ დროს შეძლოს სამყაროს მიერ ნაკარახები სხვადასხვა მითითების, სიგნალის, მინიშნების დანახვა.