ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპული და ვალენსია გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. რომანო წერს, რომ მამარდაშვილი მერსისაიდულ კლუბს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, იქამდე კი იჯარის წესით კარიერას კვლავ ვალენსიაში გააგრძელებს. რომანოს ცნობით, ლივერპულის მოქმედი მეკარე, ალისონ ბეკერი გუნდში კიდევ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში დარჩება.
რომანოს ცნობით, მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას დღეს, 26 აგვისტოს გაივლის. ჟურნალისტი წერს, რომ ვალენსია ლივერპულისგან ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, ტრანსფერი კი ოფიციალურად უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.