Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორზოლიანი გვირაბი და ხიდები – როგორი იქნება ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალი

August 23, 2024
ორზოლიანი გვირაბი და ხიდები – როგორი იქნება ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი – სარფის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა 11-12 სექტემბერს ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება.

საუბარია გზის 11.4-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან დაიწყება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სარფის ტერიტორიაზე, საქართველოსა და თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დასრულდება.

სკოპინგის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საავტომობილო გზის 11.4 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაგეგმილია კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. ამასთანავე, სარფის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის გაფართოებაც განხორციელდება.

გზშ-ს მიხედვით, მდინარე ჭოროხზე მოეწყობა სახიდე გადასასვლელი. აღნიშნული ხიდი 23 მალისგან შედგება, ხიდის ნაფენი კი 22 ბურჯს დაეყრდნობა.

„ხიდები იქნება ორზოლიანი. ხიდის ბურჯების სიმაღლე იქნება 10-12 მეტრამდე. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ხიდს ზედაპირული წყლის ობიექტთან შემხებლობა არ ექნება“, – ვკითხულობთ გზშ-ში.

ხიდის შემდეგ სოფელ ჭარნალთან გაგრძელდება დერეფანი და 7.6-კილომეტრიანი გვირაბით გაგრძელდება. გვირაბი გაივლის სოფელ ჭარნალს, ახალსოფელს და სარფის მიმართულებით განხორციელდება.

გზის უდიდესი ნაწილი, 66.7% გვირაბს დაეთმობა. ზემოთ აღნიშნული 7.6-კილომეტრიანი გვირაბი ორზოლიანი იქნება, სავალი ნაწილი 7.5 მ, სიმაღლე კი 5 მეტრით განისაზღვრა.

„გვირაბის გაყვანა მოხდება ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენებით. გვირაბის ჭრილის ფართობი იქნება 125 მ 2 . საევაკუაციო გასასვლელი მოეწყობა გვირაბის ქვედა მხარეს. ავარიული გასასვლელები განთავსდება ყოველ 300 მ-ში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

საბოლოო მონაკვეთი ხიდის მეშვეობით სარფთან არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის E70 გზის მონაკვეთს დაუკავშირდება.

ცნობისთვის, საკითხის განხივილვის, პროცედურების დასრულებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ანგარიშის საბოლოოდ მოწონების შემდეგ, ახალი ავტობანის მშენებლობის დაწყებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერს გამოაცხადებს.

ორზოლიანი გვირაბი და ხიდები - როგორი იქნება ბათუმი-სარფის შემოვლითი მაგისტრალი

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge