Friday, June 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ გამოავლინა მასწავლებელთა ეროვნული პრემიის გამარჯვებულები- ვარსკვლავები ჟიურიში

August 22, 2024
ვინ გამოავლინა მასწავლებელთა ეროვნული პრემიის გამარჯვებულები- ვარსკვლავები ჟიურიში

მასწავლებელთა ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთაგან 10 საუკეთესო კანდიდატი სპეციალურმა ჟიურიმ დღეს, 21 აგვისტოს შეარჩია.

სამინისტრო ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ჟიურის სამუშაო შეხვედრის ამსახველ კადრებს, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან. მათ შორის არიან: ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე,  ფილოლოგი, განათლების ექსპერტი გია მურღულია, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი, პედიატრი თემურ მიქელაძე; მსახიობები – ნანა შონია და თემიკო ჭიჭინაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ქეთევან დუმბაძე და ა.შ.

“ჟიური შეიკრიბა, რომელიც არის წარმომადგენლობითი, ინკლუზიური და წარმოდგენილია ყველა პროფესიის, წარმატებული ადამიანი. [მათ] გადაარჩიეს ის ვიწრო სია, რომელსაც საბოლოოდ, 13 სექტემბერს, გალა დაჯილდოებაზე გამოვარჩევთ ღირსეულთა შორის”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

შერჩეულ პედაგოგებს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარი გადაეცემათ.

“მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემა”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

27 აგვისტო მასწავლებელთა ეროვნულ დღედ პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ 2023 წელს აღინიშნა. სწორედ შარშან დააწესა სამინისტრომ ეს დღე და პრემია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში…“ – რას აანონსებს დიმიტრი პესკოვი?
  • „ერთი კაცის ჩვენების გამო, 11 წელი მაქვს მისჯილი…“ – რა განაცხადა ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე?
  • „დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“ – შსს-მ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge