ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ანაკლიის პორტის გარშემო არსებული სიტუაცია შეაფასა.
“გადავარჩინოთ ანაკლია და სამეგრელო ჩინური ოკუპაციისგან ‼️‼️‼️
ეს ბოლო გაფრთხილებაა ‼️‼️‼️
ან ანაკლიის პორტის მშენებლობიდან და შემდგომი მართვიდან უცხოელებს გაიყვანთ ან სექტემბრიდან სამეგრელოში დაიწყება ნამახვანჰესზე უფრო მასშტაბური სახალხო პროტესტი ‼️‼️‼️
შეწყვიტეთ ხალხის მოტყუება, რომ თითქოს ბელგიურმა კომპანიამ მოიგო ტენდერი. ბელგიურმა კომპანიამ მოიგო ერთ-ერთი საამშენებლო კომპონენტი, თორემ 49% და პორტის მართვა იქნება ჩინელების ხელში, ჩინური სახელმწიფო კონსორციუმის ხელში ‼️‼️‼️
ხელისუფლებაში თავად რცხვენიათ უკვე ჩინელებისთვის სტრატეგიული პორტის ანაკლიის მიყიდვა და თავს იმართლებენ ბელგიელებსაც მივყიდეთო‼️‼️‼️
იყიდე გაყიდე ქართული მიწა-რა ქარვასლაა ⁉️ ბაბუათქვენმა დაგიტოვათ ანაკლიის პორტი , რომ ყიდით ⁉️ ვინ მოგცათ საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაჩუქების უფლება ⁉️ რა ხდება – შემოიმტკიცეთ მთელი საქართველო და უკანა ბოსტანივით ყიდით ანაკლიას ⁉️
ჩინელებისთვის ანაკლიის პორტის მიცემა არის დანაშაული, ბელგიელებისთვისაც და მონღოლებისთვისაც (ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის) ოკუპაციის ხაზთან მდებარე სტრატეგიული ობიექტის მიყიდვა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ სვლა ‼️‼️‼️
ამას გარდა – ნამდვილად არ გვსურს რომ ზუგდიდის რაიონში დემოგრაფიული მდგომარეობა (ათასობით ჩინური ოჯახის დასახლების შემდეგ) შეიცვალოს და სამეგრელოში ჩინელების მასობრივი დასახლების ადგილები ვიხილოთ ‼️‼️‼️
საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები უნდა იყოს ან ქართული სახელმწიფოს ან საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში ‼️‼️‼️”, – წერს ის.