Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მართვის მოწმობის აღების მაჩვენებელი შემცირდა – რამდენი პროცენტი ჩაიჭრა წელს გამოცდაზე ქუჩაში მოძრაობისას?

August 1, 2024
მართვის მოწმობის აღების მაჩვენებელი შემცირდა – რამდენი პროცენტი ჩაიჭრა წელს გამოცდაზე ქუჩაში მოძრაობისას?

მართვის უფლების მისაღებად გამოცდის მეორე ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან დაემატა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს ქალაქში რეალურ დროში უწევთ გადაადგილება. გამომცდელი აფასებს როგორც პრაქტიკულ უნარებს, ისე ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მათ ცოდნას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსს ესაუბრა.

როგორც ზურაბ კიკნაძე ინტერვიუში აღნიშნავს, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მეორე ეტაპის გამოცდაზე გავიდა 31 200-მდე პირი, საიდანაც წარმატებით მხოლოდ 44.9%-მა ჩააბარა. შესაბამისად, გამოდის, რომ გამოცდაზე გასულმა 17 200 მოქალაქემ, რაც პროცენტულად 55.1%-ია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში, ანუ ქუჩაში ვერ ჩააბარა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეორე ეტაპის ჩასაბარებლად მათ კიდევ აქვთ ვადა.

„2024 წლის 6 თვის მონაცემებით, მეორე ეტაპის გამოცდაზე გავიდა 31 200-მდე პირი, ამ ეტაპზე წარმატებით ჩააბარა 14 000-მდე პირმა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად 365 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

როგორც იცით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს მეორე ეტაპი – გამოცდა რეალური მოძრაობის პირობებში, დაემატა 2022 წლის 25 აპრილიდან. რაც შეეხება შედარებას, 2021 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) არის – 47 891, ხოლო 2023 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა (პირველადი) – 27 255 შეადგენს.

რაოდენობა შემცირდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კანდიდატს მეორე ეტაპის ჩასაბარებლად 365 დღიანი ვადა აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა პირმა დახურულ მოედანზე გამოცდა ჩააბარა 2023 წლის ივლისში, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი წარმატებით ჩააბარა 2024 წლის მაისში. შესაბამისად, ამ სტატისტიკით ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ საგრძნობლად არის შემცირებული მართვის მოწმობის გაცემის მაჩვენებელი,“- აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

Bpn.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge