პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრებო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტატო გრიგალაშვილი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდა.
შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტმაფინალში გასასვლელად სამხრეთკორეელ ჯონ ჰვან ლის დამატებით დროში ვაზარით სძლია.